воскресенье, 8 апреля 2012 г.

რაც არა გწადდეს, იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა ....


პროექტის სახელწოდება:   რაც არა გწადდეს, იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა ....
პროექტის მთავარი იდეა/თემა/:    სურვილების მონობა სატანური საწყისია ადამიანში, მასზე
გაბატონება კი- ღვთიური.
პროექტის  აქტუალობა:  ნებისყოფაა ჭეშმარიტი ადმიანურობის უპირველესი განმსაზღვრელი-იგი გვიმორჩილებს სურვილებს და არა-პირიქით...
პროექტის მიზნები: პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ადეკვატური დასკვნების გამოტანის,სხვადასხვა წყაროდან ფაქტებისა და ციტატებით საკუთარი მოსაზრებისგამყარების უნარის გამომუშავება.
მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი,.
პროექტის ვადები:   ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:   მოაწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების, შედარებისა და დასკვნების გამოტანის, ფიქრის უნარი.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები :   შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ ქართველ მწერალთა  ნაწარმოებები,სახელმძღვანელო,ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა:  ლიტერატურის მოძიება;   ) წაკითხვა, გააზრება, ანალიზი;     )მასალების შეკრება, თანმიმდევრობით მსჯელობის აგება;   ) დასკვნის გაკეთება;   ) საბოლოო რედაქტირება;   ) პრეზენტაცია სლაიდით.
საგნებთან/ესგ-სთან/ კავშირი:
X.10  მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს
X.9   მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა  ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს;
X.11  ირჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
X. 16   მოსწავლე  მიმართავს წერის სტრატეგიებს ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათ
პროექტის ხელმძღვანელი-   ნანი ცივაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  civadze.n@gmail.com)

ღვთისკაცის ნაკვალევზე

რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობა "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" შესწავლის შემდეგ, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე–9ბ კლასის მოსწავლეებმა საგნის მასწავლებელ ნანი ცივაძესთან ერთად გადავწყვიტეთ,ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურს ვწვეოდით და მოვფერებოდით იმ მადლიან მიწას, სადაც ამ ღვთისკაცმა აიდგა ფეხი...
ჩვენ ლიხაურში ვართ... გვიანი შემოდგომა უკანასკნელ დღეებს ითვლის... ცად აზიდული გოლიათი მთები დარაჯებივით დგანან და ამაყად გადაჰყურებენ სოფელს, რომლის ცენტრსაც მე–20 საუკუნის 80–იან წლებში აგებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი ამშვენებს. აქვეა თანასოფლელთა მიერ თაყაიშვილების მიწაზე ახლად აგებული სახლ–მუზეუმი (ცნობისთვის, იგი რამდენიმე დღის წინ მოინახულა და აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ), რომელსაც გიდიც არა ჰყავს, მაგრამ მთელი სოფელია ჩვენი მეგზური.
ნანი მასწავლებელმა აქვე ჩაგვიტარა შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
ხოლო ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები, რითაც იქ მყოფთა მოწონება დავიმსახურეთ.მასპინძლებმაც არ დაიზარეს და თავისმხრივ ბევრ რამეზე გვიამბეს ბატონი ექვთიმეს ცხოვრების შესახებ. ამ სოფელში ყველა სუფრაზე სამი სადღეგრძელო ისმევა თურმე:
უფლის, პატრიარქისა და ექვთიმე ღვთისკაცის.... ისიც გაგვიმხილეს, რომ აჭის წმინდა გიორგის
ტაძარში, ექვთიმე ღვთისკაცის ხატი მირონმდინარეაო და....
ჩვენც ლიხაურიდან აჭის წმინდა გიორგის ტაძარს ვეწვიეთ. იგი VII-VIII საუკუნეების ძეგლია...
როგორც ტაძრის იღუმენმა, დედა ალექსანდრმა გვიამბო, ტაძარში მუდმივად ვხედავთ უფლის სასწაულს. ფაქტიურად, ყველა ხატი მირონმდინარეა, ხოლო უფლის ჯვარცმას მარჯვენა მხარეს სისხლის კვალი აქვს... ეს ერთგვარი გაფრთხილებაა, ნიშანია იმისა, რომ გონს მოვეგოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვილოცოთ ჩვენი სულებისა და ქვეყნის გადარჩენისათვის.